"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს
თარიღი : 16-12-2014, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქალაქის მერიის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ისინი 2015 წლის ბიუჯეტს მხარს ვერ დაუჭერენ, რადგან ეს ბიუჯკეტი ხალხზე ორიენტირებული არ არის.
" ეს არ არის რეალურად ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა. ერთ თვეში თვითონაც მიხვდებიან, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა შეიტანონ, რადგან ბიუჯეტის შესრულება შესძლონ. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. არ ვიცით რა პოზიცია ექნება საკრებულოში მყოფ სხვა ოპოზიციურ ძალებს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე.
ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსის ირაკლი ავალიანის თქმით, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" შეხვედრაზე აბსურდული არგუმენტები ჰქონდათ.
" ჩასაფრებულის პოზიცია ჰქონდათ. თუ არის გაზრდილი, რატომ გაზარდეთ ხომ შეიძლება არ შესრულდესო, რომ ვთქვით შევამცირეთქო მაშინ თქვეს, რატომ შეამცირეთ ჩვენ დროს გაზრდილი იყოვო,"- აცხადებს ავალიანი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულო უალხოეს დღეებში 2015 წლის ბიუჯეტს დაამტკიცეს ის 47 755 400 ლარს შეადგენს.