Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვიწვევ თავს საინტერესო ცვლილებებისთვის,"- გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

თარიღი : 16-12-2014, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე ზეკო ხაჩიძე აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს და თანამდებობას ტოვებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზეკო ხაჩიძის მოვალეობას საზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს. ხაჩიძე იმერეთის გუბერნიაში თემურ შაშიაშვილის გუბერნატორობის დროს მოვიდა.
იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილს ამ დროისათვის 22 ადამიანი გამოთქვამს. ამდენივე განაცხადია ატვირთული საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე -Hr.gov.ge-ზე.
ზეკო ხაჩიძე თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ამგვარად ხსნის:
„მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო გუბერნიაში ჩემი მოღვაწეობა და გავაგრძელო ჩემი გუბერნიის გულშემატკივრობა. არ ვიცი სად წავალ, მაგრამ მინდა რაიმე ღირებული ნამდვილად გავაკეთო. ვიწვევ საკუთარ თავს საინტერესო ცვლილებებისთვის,“ - ამბობს ზეკო ხაჩიძე.


ნანახია: 3727-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზეკო ხაჩიძე აცხადებს, რომ მის ძირითად მოვალეობას წყალტუბოში მიმდინარე პროცესების პრომოუშენი წარმოადგენს.
აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი გუბერნიაში სამჯერ ჩაიშალა.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მეოთხედ მარტის თვეში გამოცხადდება.
ხაჩიძის თქმით, ის თეატრის გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.
იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად ჭაბუკი გრძელიშვილი დაინიშნა.
სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეკო ხაჩიძის თქმით, მთავარი მომავალი გუბერნატორისა და გუბერნიებთან

ამინდი