"მერიაში კადრებს პროფესიონალიზმის კი არა, პირადი სიმპათიისა და პოლიტიკური ნიშნით არჩევენ"
თარიღი : 16-12-2014, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე გია გოქაძე აცხადებს, რომ ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირებს პატრონის ძებნას აიძულებენ.
გოქაძე, რომელიც მიმდინარე კონკურსის შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ამბობს, რომ მერიასა და საკრებულოში ადგილები წინასწარ არის დაჯავშნული. ხოლო მიმდინარე კონკურსში ძალოვნებიც მონაწილეობენ.
კონკურსის მიმართ უნდობლობის საფუძველს გოქაძე იმაშიც ხედავს, რომ მისი თქმით, გასაუბრებას, კონკურსის მესამე ეტაპს, არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკვირდება.
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა. გოქაძე ამბობს, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ, მერიას მაღალი ქულების მქონე, თუმცა სამსახურს მიღმა აღმოჩენილი კონკურსანტებისათვის პასუხების გაცემა მოუწევს. შედეგებზე პასუხისმგებლობას მერსა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს აკისრებს.
„ქუთაისის მერი არის 21-ე საუკუნის ბატონი. მერია მას თავისი მამული ჰგონია, სადაც ადამიანებს როგორც უნდა ისე მიიღებს და გაუშვებს. მერიაში კადრებს პროფესიონალიზმის კი არა, პირადი სიმპათიისა და პოლიტიკური ნიშნით არჩევენ,“ - ამბობს გოქაძე.