Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, პარლამენტი მუშაობას წყვეტს

თარიღი : 14-09-2013, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარლამენტი ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობის წევრებს შორის გუშინ საღამოს გამართულ კონსულტაციებზე იქნა მიღებული.
უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პარლამენტს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მუშაობის ერთი თვით შეჩერების უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.
"კონსტიტუციურად ჩვენ გვაქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში - ერთი თვე მუშაობა შევაჩეროთ. იმის გამო, რომ ოქტომბერში ეს უფლება გამოვიყენოთ, სექტემბერი გვექნება ძალიან დატვირთული", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო სექტემბერში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ქვორუმის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს. დანარჩენ კანონპროექტებს პარლამენტი მუშაობის განახლების შემდეგ დაუბრუნდება.


ნანახია: 1922-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძიძიგურის თქმით, ქვეყანას ორ სხავადსხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისში რჩება.
ქუთაისის მერიიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ თანამშრომლების გათავისუფლება არამომგებიანი იქნებოდა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს

ამინდი