ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა
თარიღი : 15-12-2014, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის „ტორპედო“-ს მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ოფიციალურად დაინიშნა. 46 წლის დარასელია ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელია.
მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა სწორედ მშობლიური ქალაქის კლუბში დაიწყო, სადაც ამპლუით თავდამსხმელმა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ქუთაისელთა ღირსება 155 მატჩში დაიცვა და 41 გოლიც გაიტანა. 9 თამაში ჩაატარა ქვეყნის პირველ გუნდშიც და 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2004 წლიდან დღემდე დარასელიას სულ 7 კლუბში აქვს ნამუშევარი. თავიდან 3 წელი თანაშემწედ იყო ისრაელის კფარ-საბას „ჰაპოელში", შემდეგ ამავე ქვეყნის წარმომადგენელ სახნინის „ბნეიში“ მოღვაწეობდა, საიდანაც გადავიდა ხაიფას „მაკაბში“ და ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი. 2012 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა გორის „დილას“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. აქედან წავიდა რუსულ „სკა-ენერგიაში“, ბოლოს კი „ზუგდიდს“ წვრთნიდა.
ცნობილია დარასელიას თანაშემწის ვინაობაც, ეს პოსტი „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა 36 წლის გიორგი მეგრელაძემ დაიკავა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა მიმდინარე წელს „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო.
ამ დროისათვის უცნობია, როდის მოხდება დარასელიას წარდგენა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დარასელია ქუთაისში იმყოფება და ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა.