საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთია
თარიღი : 15-12-2014, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა 2014 წლის მესამე კვარტალში ჩინეთია.
ეროვნული საინვესტიციო სააგენოს ხელმძღვანელის გიორგი პერაიას თქმით, საქართველოში გადასახადების რაოდენობა და კორუფციის დონე საკმაოდ დაბალია, არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან.
საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ჩინურ, ინდურ, სამხრეთ კორეულ, იაპონურ კომპანიებს, რომლებიც პროდუქტს ევროკავშირისათვის აწარმოებენ. მათ შეუძლიათ პროდუქცია აწარმოონ საქართველოში და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებით ევროკავშირთან, რაც მათ საშუალებას მისცემს საიმპორტო გადასახდელების გარეშე შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე.
თუმცა, უცხოელი ინვესტორები საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაციის პრობლემებზე საუბრობენ.
სამხრეთელი ინვესტორებისათვის, როგორებიცაა ირანი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი და ა.შ., მნიშვნელოვანია, რომ შეხვდნენ ქვეყნის პირველ პირებს.
პერტაიას თქმით, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ისაა, რომ ინვესტორს სურს მთავრობასთან პარტნიორობა, რაშიც მთავრობაში ლობისტების არსებობა იგულისხმება.
„საქართველოში ინვესტორს ლობისტი არ სჭირდება. განსხვავებული თამაშის წესები, ამ შემთხვევაში, მიუღებელია. ამ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და ჩვენ ყველას ამ კანონმდებლობით ვესაუბრებით. რაც წერია კანონში, ის იქნება რეალურადაც.“ – აცხადებს პერტაია.
წყარო: commersant.ge