ვანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ხელისუფლებამ 880 000 ლარი გამოყო
თარიღი : 14-12-2014, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ვანის მუნიციპალიტეტში 4თვის წინ მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე სოფელ ამაღლებაში ჭოკიანის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფლების- გორასა და საპრასიას დამაკავშირებელ ხიდზე კი დაგეგმილია გაბიონების მოწყობა.
ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტრომ 880 000 ათასი ლარი გამოყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს ვანში მომხდარმა სტიქიამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სოფელ ამაღლებაში დააახლოებით 8 ოჯახი დაზარალდა, დაზიანდა სახნავ-სათესი მიწები, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.
სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის წევრებმა, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.