იმერეთის რეგიონში უსახლკაროდ დარჩენილი 1 574 ოჯახია აღრიცხული
თარიღი : 14-12-2014, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის რეგიონის თორმეტ მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ დარჩენილი 1 574 ოჯახია რეგისტრირებული.
იმერეთის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ოჯახების უმეტესობა, 927 ოჯახი ქუთაისზე მოდის. მოქალაქეები დაზარალებულნი არიან სხვადასხვა მიზეზით: სტიქიური უბედურები (მეწყერი, ქარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ხანძარი), საცხოვრებელი შენობა–ნაგებობის სიძველე, ოჯახური კონფლიქტები, იპოთეკით დაზარალებულები, ოჯახები, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ საცხოვრებელი ფართი.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების გარდა, რეგიონისათვის პრობლემას სიღარიბის მაღალი მაჩვენებელიც წარმოადგენს.
2014 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 28 318 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც იმერეთის მოსახლეობის 28%-ს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციარ თა რაოდენობა 8 559 ათას კაცს შეადგენს.
2014-2021 წლებში იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე კვირას განიხილეს.