Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის და როგორი წარსული აქვს ქუთაისის ტორპედოს ახალ მთავარ მწვრთნელს?

თარიღი : 13-12-2014, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რევაზ ძოძუაშვილის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“-ს გიორგი დარასელია გაწვრთნის. კლუბის მთავარი მწვრთნელის ვაკანტური ადგილი სწორედ დარასელიამ დაიკავა.
გიორგი დარასელია ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელია. 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მაისამდე წვრთნიდა „ზუგდიდს“. იგი არის როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის მოქალაქე.
დარასელიამ პროფესიული კარიერა 1987 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. 1989 წლის მეორე ნახევარში გადავიდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თბილისის „დინამოში“, სადაც 9 მატჩი ჩაატარა.
1990 წელს დაბრუნდა ტორპედოში, რომელიც უკვე საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. ითამაშა შემდეგ ქართულ კლუბებში: ფოთის „კოლხეთი–1913“-სა და სამტრედიის „სამტრედიაში“. საუკეთესო მიღწევები ჰქონდა „კოლხეთი–1913“–თან ერთად, ორჯერ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე ადგილოსანი და 1994/95 წლების სეზონში 26 გოლით გახდა სეზონის ბომბარდირი. საქართველოს ჩემპიონატში გატანილი აქვს 100–ზე მეტი გოლი.
1997 წელს გადავიდა თელ-ავივის „ჰაპოელში“, რომელთან ერთადაც გახდა ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი. ითამაშა კიდევ ორ ისრაელის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბში, მათთან ერთად ტიტული არ მოუპოვებია.
2004 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელია გახდა მწვრთნელის თანაშემწე კფარ–საბას „ჰაპოელში“, სადაც პროფესიონალური კარიერის 3 წელი გაატარა. ასევე ელიშა ლევისთან ერთად მუშაობდა ისრაელის სხვა გუნდებში 2012 წლის სექტემბრამდე.
გიორგი დარასელიამ გაიარა სამწვრთნელო კურსები ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში და 2010 წლის გაზაფხულზე მიიღო უეფა-ს PRO კატეგორიის ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეწვრთნა პროფესიონალური გუნდი.
დარასელიას ეკუთვნის ქვეყნის რეკორდი: მის გარდა ვერც ერთმა საქართველოში მომუშავე მწვრთნელმა ვერ შეძლო უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის დამარცხება სათითოდ. გორის „დილას“ წვრთნიდა 2012 წლის 15 სექტემბრიდან ამავე წლის 18 ნოემბრამდე, ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა დაამარცხა უმაღლესი ლიგის ყველა (11) გუნდი.
2013 წლის იანვარში დარასელია გახდა რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბ ხაბაროვსკის „სკა–ენერგიას“ მთავარი მწვრთნელი. 2013 წლის ნოემბრიდან სათავეში ჩაუდგა „ზუგდიდს“. „ზუგდიდში“ იმ დროს მივიდა, როდესაც გუნდს მხოლოდ ერთი მოგება და მონაგარში 7 ქულა ჰქონდა. ახალი მწვრთნელის ხელში, კლუბმა 29 ქულის მოგროვება შეძლო, სეზონი კი 11-ე ადგილზე დაასრულა. აღნიშნული კლუბი დარასელიამ 2014 წლის მაისში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ვისოლი“-ს შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ ქალაქის მერიის ბალანსზე გადავიდა. შესაბამისად, ფეხბურთელებითა და მწვრთნელებით კლუბის დაკომპლექტება მერიის პრეროგატივას წარმოადგენს.


ნანახია: 2876-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის უცნობია, როდის მოხდება დარასელიას წარდგენა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დარასელია ქუთაისში იმყოფება და ქალაქის
ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილების გატარების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს”
გუნდის სამომავლო გეგმებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ისაუბრეს.
უკრაინელი მწვრთნელი ქუთაისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
15 წლის შემდეგ, 'ტორპედო' კვლავ საქართველოს ჩემპიონია.
გუნდს ამ ეტაპზე სპონსორი არ გააჩნია და მის განვითარებაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზრუნავს.

ამინდი