Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხატია ვედმედევა: ქუთაისის ოპერის თეატრი მთელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცევა

თარიღი : 14-09-2013, 00:48 | კატეგორია: კულტურა, მთავარი თემა
topnews.com.ge
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დირექტორად ხატია ვედმედევა დაინიშნა. ვედმედევა ერთ-ერთი იყო იმ 70-მდე ადამიანს შორის, რომლიც დაახლოებით ოთხი თვის წინ ქალაქის მერის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. ხატია ვედმედევა საზოგადოებას ქალაქის განვითარების მისეული ხედვით დაამახსოვრდა. გეგმა ამჯერადაც აქვს, თუმცა ის ოპერის თეატრს ეხება. ამბობს, რომ პირველ რიგში თეატრში პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას აპირებს. სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ხატია ვედმედევა მომავალ კვირაში აპირებს, თუმცა მანამდე ტოპნიუსთან ინტერვიუში მისი საქმიანობის პრიორიტეტებსა და ოპერის თეატრის დირექტორად მის დანიშვნასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს.
ტოპნიუსი- ქალბატონო ხატია, თქვენ იყავით ქუთაისის მერობის კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ 7 კაციანი საკონკურსო კომისიის ფავორიტი ვერ გახდით, ქალაქის განვითარების თქვენი პროგრამა დადებითად შეაფასეს კომისიაში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. თქვენ რას იტყვით ამ პროგრამაზე?
- ჩემი მიზანი იყო ქალაქ ქუთაისის განვითარება გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ვინაიდან დღემდე ქალაქი სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებით "ვითარდებოდა". პროგრამაში აღვწერე თუ როგორ ვხედავ ქუთაისის მომავალს და რა სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო საბოლოო მიზნის მისაღწევად. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ლოკალური პრობლემების გადაწყვეტა არ მიგვიყვანს გლობალურ ცვლილებებამდე. საგულისხმოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფავორიტად იქცა ჩემი პროგრამა იმ კუთხით, რომ მათ მუდმივად ექნებოდათ ჩემი თითოეული ნაბიჯის კონტროლის ბერკეტი. პროგრამაში ჩამოყალიბებული იყო ქუთაისის, როგორც კულტურული ცენტრის ფუნქციონალური დატვირთვის უდიდესი მნიშვნელობა. მიმაჩნია რომ ქუთაისს ისტორიულად ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი ბუნებრივი ფუნქციაც არის ასევე საგანმანათლებლო ცენტრად, ერთგვარ სტუდენტურ ქალაქად ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია ლოგისტიკურ ცენტრად ქცევის იდეაც (ზოგიერთმა ჩვენმა თანაქალაქელმა ეს იდეა არასწორი ინტერპრეტაციით გაიგო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ქალაქის სტრატეგიული ადგილმდებარეობა და მიმდებარედ არსებულ სოფლებში სასოფლო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, გაჩერებული ქარხნების ამოქმედება, სასაწყობო მეურნეობის შექმნა, სადისტრიბუციო ქსელის ჩამოყალიბება საბოლოო პროდუქციის რეალიზაციისათვის - ეს ის ნაბიჯებია, რომელთა განხორციელება უამრავ სამუშაო ადგილს შექმნიდა ქალაქში და უმუშევრობის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოხსნიდა). მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ვერ გავიმარჯვე, არ შევჩერდი და პირველი ბუნებრივი ფუნქციონალური დატვირთვის განხორციელებას შევუდექი. მიმაჩნია, რომ ბატონ გოგი ჭიჭინაძესთან და ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად, სულ უმოკლეს ვადებში შევძენთ ქუთაისს არა მხოლოდ კულტურული ცენტრის ფუნქციას, არამედ საგანმანათლებლოსაც.
ტოპნიუსი- თქვენ აცხადებთ, რომ თეატრში სასიკეთო ცვლილებები იქნება. როგორ აპირებთ ამის მიღწევას და რას შეცვლით ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში?
თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა სამხატვრო ხელმძღვანელმა, სასიქადულო ქართველმა მუსიკოსმა, ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ შემომთავაზა და მისი წარდგინებით უკვე მოაწერა ხელი ჩემს დანიშვნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბატონმა მირიანე ოდიშარიამ. ასეთი ნდობისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ მათ და ვიმედოვნებ, რომ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს მაქსიმალურად კარგად გავართმევ თავს, რადგან ძალიან დიდ იმედს ვამყარებ პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც თეატრში ჩამოყალიბდება ადმინისტრაციის სახით. გარკვეულ ნაწილთან ადრეც ვთანამშრომლობდით, თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას - მათ შორის, გოგი ჭიჭინაძის გარდა, არიან ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი, ქალბატონები მაგდა ქაჯაია, ლია ბუაძე, ბატონი ნიკოლოზ მახათელი. ჩვენი მიზანია საერთაშორისო აღიარების მქონე თეატრის შექმნ. ამიტომ, პირველ რიგში, თეატრში გამოცხადდება სტრუქტურული რეორგანიზაცია, რადგან ევროპული საოპერო თეატრების მართვის მოდელზე ვგეგმავთ გადასვლას. ასევე ინტენსიურ ტემპში დაიწყება საერთაშორისო შემოქმედებითი მისაღები კონკურსის მომზადება, რადგან შემოქმედებითი კოლექტივი - ორკესტრი, გუნდი, სოლისტი-მომღერლები, პიანისტი-კონცერტმაისტერები, საბალეტო დასი, სწორედ კონკურსის შედეგად დაკომპლექტდება. დიდი გეგმები გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე პირველ რიგში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაა საინტერესო და ამდენად, მე არ გავასწრებ მოვლენებს, თუმცა, გპირდებით, რომ ქუთაისს ექნება ისეთი საოპერო თეატრი, რომლითაც იამაყებენ არა მხოლოდ ჩვენი თანაქალაქელები, არამედ ის იქცევა მთელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად. აქვე აქვე იმასაც გეტყვით, რომ პროექტი მაღალბიუჯეტიანია, თუმცა, შესაბამისი ფინანსური რესურსის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ჩანაფიქრების აღსრულება, ვიცი რომ სათანადო ფინანსურ-მატერიალურ ბაზას აუცილებლად მოვიპოვებთ, რადგან ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც და საზოგადოების სხვა წრეებშიც კარგად აქვთ გაცნობიერებული ჩვენი პროექტის უზარმაზარი მოსალოდნელი შედეგები. ამჯერად საკითხს მეტს არ ჩავუღრმავდები, თუმცა მერწმუნეთ, რომ ყოველი დეტალი მაქსიმალურად არის გააზრებული.
ტოპნიუსი-საზოგადოების არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა ოპერის თეატრის მმართველად თქვენს დანიშვნას. რას ეტყოდით საზოგადოების იმ ნაწილს ვინც კრიტიკულად უყურებს თქვენს ოპერაში საქმიანობას?
ამ შეკითხვაზე მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ ასე ვიტყოდი „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“ და ვიმედოვნებ, რომ საქმეს ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად შევუდგებით და შემდეგ უფრო გვექნება სამსჯელო ამ მიმართებით.
ტოპნიუსი- და ბოლოს, როგორ შეაფასებდით დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელობის საქმიანობას?
არ მინდა ზედაპირული ვიყო ასეთ საპასუხისმგებლო შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. არ ვიცი რა მემკვიდრეობა დამხვდება თეატრში, ამდენად ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გაგცემთ. თუმცა, აქამდე გაწეული შრომისთვის და თეატრისთვის გაკეთებული კარგი საქმეებისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ როზა დვალიშვილსაც და ბატონ რეზო ჯავახიშვილსაც, ისევე, როგორც თეატრის მთელ კოლექტივს.

ნანახია: 3560-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვედმედევამ შესაძლოა დირექტორის პოსტიც დატოვოს
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ
იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გიგა შუშანიას ინფორმაციით, ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის ხელმძღვანელად ქალაქის
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
რას ფიქრობენ ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ დაწესებულების საქმიანობას ის ადამიანები, რომლებიც
[online][/online]
[offline][/offline]
: Albertmumb , Гости | 17.04.14 |
Продажа сельхозтехники в Украине
[online][/online]
[offline][/offline]
: Ronaldsok , Гости | 18.04.14 |
Свободным от страданий еще никто не рождался.

сам сайт : http://italian-kulinar.ru/
[online][/online]
[offline][/offline]
: CathrynPeby , Гости | 18.04.14 |
Человек с человеком испокон веку ведут монолог.

кр
едит наличными от промсвязь банка

Музыка не может мыслить, но она может воплощать мысль

источник
[online][/online]
[offline][/offline]
: SidneyEl , Гости | 19.04.14 |
Бедность сама пролагает путь к философии. То, в чем философия пытается убедить на словах, бедность вынуждает осуществлять на деле

форум фондового рынка

ამინდი