86 წლის ქალბატონს, რომელმაც წლის განმავლობაში ინსულტი 3-ჯერ გადაიტანა, სოციალური შემწეობა არ მისცეს

ქუთაისში, გამარჯვების ქუჩა 14-ში მცხოვრები სვანაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
სოციალურად დაუცველი ინგა სვანაძის თქმით, 86 წლის დედის გადასარჩენად, სახლში არსებული ავეჯი და ტექნიკა გაყიდეს.
მისივე განმარტებით, დედამისს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინსულტი სამჯერ მოუვიდა.
ინგა სვანაძის განცხადებით, ოჯახი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ სოციალურ შემწეობაზე ტელევიზორისა და ნაჩუქარი მაცივარის გამო უარს ეუბნებიან.
"მთელი ოჯახი პენსიაზეა დამოკიდებული, ამ პენსიით დედას წამლებს ვყიდულობ და ასევე თვიდან თვემდე თავი გაგვაქვს. სახლში რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. გაზი და წყალი იმ მიზეზით მაქვს დალუქული, რომ თანხა ვერ გადავიხადე. ქუთაისის მერიას 9 ივნისს ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით მივმართე, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. მეზობლების იმედად ვართ დარჩენილი, ისინი გვეხმარებიან ზოგჯერ საჭმელით", - აცხადებს ინგა სვანაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სვანაძეების ოჯახს სახელმწიფოსგან დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურეობის სააგენტოში რეკომენდაციას გაუწევენ. სოციალური სამსახურის უფროსის ზურაბ მარგველაშვილის თქმით, ოჯახის საჭიროებებს დეტალურად შეისწავლიან და შესაძლოა, იმ პროგრამებით დაეხმარონ, რომელსაც მათი სამსახური ახორციელებს.