წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის მოსახლეობას აფრთხილებს
თარიღი : 12-12-2014, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის -ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის პრესსამსახური კონკრეტული ქუჩების მოსახლეობას მოუწოდებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყალი სასმელად არ გამოიყენონ.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი აფრთხილებს ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის, კერძოდ, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან ტყიბულის ქუჩის მე-3 შესახვევამდე აბონენტებს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წყალგაყვანილობის მაგისტრალური ქსელის ტესტირება, რის გამოც ზემოთხსენებულ აბონენტებს ვთხოვთ 13 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე, სასმელი წყალი არ გამოიყენონ დასალევად და საკვების მოსამზადებლად, არამედ მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებისათვის,"- აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.