იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია განიხილეს
თარიღი : 12-12-2014, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ასევე, საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. საკონსლუტაციო საბჭომ იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილა და მოიწონა. სტრატეგიაში ასახულია იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. მისი განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა, ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა და მოსახლეობის ჩართულობა. ეს საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებული პირველი დოკუმენტია, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს მოიცავს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები, არსებული პრობლემების თემატიკა და ასევე, გაკეთდა ანალიზი 2013 -- 2014 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოებსა და საახალწლო ღონისძიებებზეც იმსჯელეს.