აბიტურიენტი, რომელსაც სკოლასა და სახლში ატესტატი არ აღმოაჩნდა, სწავლის გაგრძელებას შეძლებს
თარიღი : 11-12-2014, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს დახმარების თხოვნით მოქალაქე თ.კ.-მ მიმართა. თ.კ.-ს საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება სურდა, თუმცა საშუალოს სკოლის დამთავრების დამადასტურებული ატესტატი არ აღმოაჩნდა. თ.კ.-მ გადაწყვიტა იმ სკოლისთვის მიემართა, სადაც სწავლობდა, თუმცა ატესტატი არც სკოლაში ინახებოდა. აქედან გამომდინარე, მას ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს.
თ. კ.-ს კონსულტაციას იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი-ქუთაისის ბიუროს კონსულტანტი მაია ხვადაგიანი უწევდა. კონსულტანტმა მოქლაქეს სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტოსათვის მიემართა, რათა მათ განმეორებით გაეცათ ატესტატი. თუმცა ატესტაცის გაცემაზე სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტომაც უარი განაცხადა. ამის შემდეგ კონსულტანტმა მაია ხვადაგიანმა თ.კ.-ს სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქუთაისის ტერიტორიული სააგენტოსა და ს.ს.ი.პ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წინააღმდეგ, ატესტატის გაცემის მოთხოვნით მოუმზადა. თ.კ.-მ აღნიშნული სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 9 დეკემბერს აღნიშნული სარჩელი დააკმაყოფილა და თ.კ.-მ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის აღება. შესაბამისად ის მომავალი სასწავლო წლიდან შეძლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებას და მას მიეცემა სწავლის გაგრძლების შესაძლებლობა,“ - ამბობს მაია ხვადაგიანი.