იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ვაკანსიებს აცხადებს
თარიღი : 10-12-2014, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ვაკანსიებს აცხადებს.
კონკურსი გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილესა და გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს შეეხება.
აპარატის უფროსის მოადგილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა ევალება. აღნიშნულ პოზიციაზე საკონკურსო მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა უმაღლესი განათლება. აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1 180 ლარით არის განსაზღვრული.
მეორე ვაკანსიით დაინტერესებული პირებისათვის დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს კონსტიტუციის, "საჯარო სამსახურის" და "ადგილობრივი თვითმმართველობის" შესახებ კანონების ცონის გარდა, საშუალო განათლების ფლობა წარმოადგენს. აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურების სახით 550 ლარია განსაზღვრული.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთებამდე ვადა 18 დეკემბრამდე აქვთ.
კონკურსი საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს ითვალისწინებს.