ქუთაისის მერმა დღის ცენტრებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა
თარიღი : 10-12-2014, 16:46 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქუთაისში არსებულ დღის ცენტრებს სტუმრობდა.ქალაქის მერმა დღის ცენტრებს (განათლებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ,,თაირისი“, დღის ცენტრი ,,პირველი ნაბიჯი“ და შშმ პირთა ცენტრი დღის ცენტრი ,,ჯადოსნური სამყარო“) საჩუქრად მაცივარი,სარეცხი მანქანა და მტვერსასრუტი გადასცა.აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრის საჭიროების შესაბამისად შეიძინა.
,,ჩვენ ვცდილობთ ამ ადამინებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ცხოვრება. ეს ტექნიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამინებისთვის მათივე ინიციატივით იქნა შეძენილი.ამასთანავე თვითმმართველობა ცდილობს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს,რათა შშმ პირთათვის გარემო ადაპტირებული იყოს,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთასის მერიამ 100-მდე შშმ პირს საჩუქრად აეროგრილი გადასცა.