კულტურის მინისტრი იმერეთის რეგიონში საჩუქრებით ჩამოვიდა
თარიღი : 10-12-2014, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ იმერეთის რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტს: ხარაგაულს, ჭიათურას, ტყიბულს, ბაღდათს, ზესტაფონსა და ხონს ხალხური საკრავები, კლასიკური, საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტები და აუდიო აპარატურა საჩუქრად გადასცა. ცერემონია ხარაგაულის კინოთეატრის განახლებულ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მიხეილ გიორგაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
კულტურის სამინისტრო აღნიშნული ტიპის აქტივობებს რეგიონებში სამუსიკო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სამუსიკო ჯგუფების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
კულტურის სამინისტრო აღნიშნული ტიპის აქტივობებს რეგიონებში სამუსიკო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სამუსიკო ჯგუფების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.