Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას გეგმავს ქუთაისის ოპერის თეატრი 45 წლის იუბილეზე?

თარიღი : 10-12-2014, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დაარსებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საიუბილეო კვირეული 23 დეკემბერს გაიხსნება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჟურნალისტებს ოპერაში გამართულ ბრიფინგზე თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე მარჯანიშვილმა და დასის ხელმძღვანელმა მაია ნიკოლაძემ გააცნეს.
კვირეულის ფარგლებში შედგება ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი დირიჟორის თეიმურაზ კობახიძის წიგნის პრეზენტაცია. ასევე, გაიმართება კობახიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი.
24 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეო დღეების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გაიმართება გალა-კონცერტი.
26 დეკემბერს ჩატარდება თეატრის ღვაწლმოსილი არტისტების გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიალი.
27 დეკემბერს, საიუბილეო კვირეული დაიხურება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლით. წარმოდგენილი იქნება რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“. სპექტაკლს უდირიჟორებს თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.
საიუბილეო დღეებში თანადგომისა და მხარდაჭერის გამო პრესკონფერენციაზე თეატრის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და თითოეულ ადამიანს, ვინც გულისხმიერება გამოიჩინა თეატრის მიმართ.
ცნობისთვის, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაწყისია 18:00 საათი.


ნანახია: 2225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალების, თეატრის მოყვარულებისა და უბრალოდ ოპერის 45 წლიანი ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის წარუშლელი
გარდა ამისა, მოეწყო კლასიკური მუსიკის გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სახალხო არტისტების მიერ აღზრდილი ძველი და
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საუბარი შეეხო დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შიდა რესტავრაცია მიმდინარეობს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 19:00 საათზე, ოპერაში ჯუზეპე ვერდის ოპერის 'რიგოლეტო'-ს პრემიერა გაიმართება.

ამინდი