სამტრედიაში მეოთხეკლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს
თარიღი : 10-12-2014, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიაში მეოთხეკლასელი ბავშვი ლეკვის გამო სცემეს.
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის უმცროს კლასელებს შორის მოხდა.
როგორც topnews.com.ge-სთან საუბრისას ნაცემი ბავშვის მშობლები აცხადებენ, მათ სკოლიდან დაურეკეს, რომ ბავშვი სუნთქვის უკმარისობით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჩემმა შვილმა სადღაც იპოვა ლეკვი, რომელ ლეკვზეც მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უთხრეს, რომ ჩვენიაო. ჩემ ბავშვს უთქვამს, რომ ლეკვს არავის მისცემდა, რის გამოც შელაპარაკება მოუვიდათ. ბავშვი თავდაპირველად სასწრაფო დამხარების ეკიპაჟით რაიონის საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი, პროფილაქტიკის მიზნით, ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში მოვათავსეთ. ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს ბავშვის მამა.
როგორც topnews.com.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით რაიონულმა პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.