Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება იმერეთში? 10.12.2014

თარიღი : 9-12-2014, 23:52 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
10:30 საათი- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. მსვლელობა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და ქალაქის ცენტრში დასრულდება.

11:00 საათი-ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს სტუმრად ეყოლება საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი. ყოველწლიურად, 10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. სწორედ აღნიშნულ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.

11:00 საათი-მიგრაცია და ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსიას გაამრთავენ.

12:00 საათი-ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაწესებულების საიუბილეო კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

13:00 საათი- „გენდერის მედიაცენტრში“ რადიო “ძველი ქალაქის” ოფისში გაიმართება შეხვედრა დასავლეთ საქართველოში მედია პროფკავშირების ჩამოყალიბების თემაზე. “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან“ ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს რეგიონული მასშტაბის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ მედიაპროფესიონალებს იყვნენ უკეთ აღჭურვილი საკუთარი უფლებებით.

თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.

ნანახია: 1569-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი