ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უფლებამოსილება შეიჩერა. თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე ბექა ყანჩელი ასრულებს. დავით დვალი, რომელიც ამავდროულად ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ კონკურსის მესამე ეტაპი-გასაუბრება დიდ დროს მოითხოვს, რის გამოც კომისიის წევრებს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. აღნიშნული მიზეზით ხსნის დავით დვალი იმ ფაქტს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზე დროებით უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალ კადრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად კომისიის ვადა სწორედ თვის ბოლომდე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალ კადრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად კომისიის ვადა სწორედ თვის ბოლომდე აქვს.