ქუთაისის მერიაში 48 ვაკანსიაზე შემოსული 897 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 441 ადამიანი გადავიდა

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 48 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი 897 -მა შემოიტანა. კონკურსანტების აღნიშნული რაოდენობიდან მეორე ეტაპზე 441 ადამიანი გადავიდა.
როგორც ჟურნალისტებს საკონკურსო -საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა და ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადეს, 897 კონკურსანტიდან დოკუმენტაცია არასწორად 456 აპლიკანტს ჰქონდა წარმოდგენილი.
„ სამწუხაროა, რომ ზოგ კონკურსანტს დიპლომი არ ჰქონდა ატვირთული, ზოგს მაგალითად შრომის დამაკმაყოფილებელი დოკუმენტი და ა.შ,“- აცხადებს დავით დვალი.
„მერიაში შექმინილია საპრეტენზიო კომისია, რომელიც 9-10 დეკემბერის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. მე მინდა ყველა კონკურსანტს ვუთხრა, თუ ის ფიქრობს, რომ დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა წარმოდგენილი და მეორე ეტაპზე გაუგებარი მიზეზების გამო ვერ მოხვდა, მიმართოს საპრეტენზიო კომისიას,“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
მეორე ეტაპზე გადასულ 441 კონკურსანტს ტესტირება 13-14 დეკემბერს ჩაუტარდებათ.