ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა [VIDEO]
თარიღი : 8-12-2014, 22:48 | კატეგორია: პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაური დაინტერესდა, რამდენად არის მზად რეგიონები ზამთრის სეზონისთვის.
გუბერნატორებმა პრემიერ–მინისტრს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის გუბერნატორმა რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშის წარუდგეინა.
2013 – 2014 წლებში იმერეთის რეგიონში 358,418,4 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 465, 5 მლნ ლარის პროექტები მიმდინარეობის პროცესშია, საავტომობილო გზების მშენებლობის 34 პროექტის დაფინანსებაზე კი 332,6 მილიონი ლარი დაიხარჯა. იმერეთის მასშტაბით 237 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და 1 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ჯამური ღირებულებით 99 785, 00 ლარი.
2014 წელს რეგიონში 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელთა დაფინანსებაზეც ბიუჯეტიდან 2,976 000 ლარი გამოიყო.
2 წლის განმავლობაში რეგიონში 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა 99 785, 00 ლარით დაფინანსდა. 2014 წელს განახლდა იმერეთის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანების ავტოპარკიც, რეგიონს ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 12 მაღალგამავლობისა და 7 საშუალო გამავლობის ავტომობილი გადასცა.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში იმერეთის 164 458 ბენეფიციარისათვის 17 071 904 ლარი გამოიყო.
2013 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დამუშავდა 58 303 ჰა, ხოლო 2014 წელს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა და 62 360 ჰა შეადგინა.
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ორი საწარმო დაფინანსდა.