ქუთაისის მერი ნაციონალ დეპუტატს ფაქტების გადამოწმებას ურჩევს
თარიღი : 8-12-2014, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია საპარლამენტო უმცირესობის წევრს პავლე კუბლაშვილს პასუხობს. მერის განცხადებას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. შოთა მურღულიას თქმით, სიცრუეა ის ფაქტი, რომ ქალაქის მერიის თანამშრომელი მერიიდან გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი გარდაიცვალა, რაც მტკნარი სიცრუეა.მერიაში მართლაც გარდაიცვალა ინფარქტით პიროვნება, მაგრამ ის მერიის მოქმედი თანამშრომელი იყო,რომელსაც წარმატებით ჰქონდა გავლილი ტესტირების და გასაუბრების ეტაპი. ეს ფაქტი არ აძლევს ოპოზიციური პარტიის წევრს იმის თქმის საფუძველს, რომ მერიის თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგად გარდაიცვალა. მე მინდა მოვუწოდო ბატონ პავლეს, უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ინფორმაციას და პოლიტიკური განცხადებები ფაქტის შესწავლის შემდეგ გააკეთოს ან დააზუსტოს რამდენად რეალურია ის ინფორმაცია,რომელიც მას მიაწოდეს," - ამბობს მურღულია.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიაში ინფარქტით საფინანსო სამსახურის თანამშრომელი დაახლოებით 10 დღის წინ გარდაიცვალა.