ქუთაისის ტორპედო მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
თარიღი : 8-12-2014, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბის "ტორპედო"-ს მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ძოძუაშვილის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. მწვრთნელის წასვლასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.