ქუთაისში ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობა გაზის კომპანიას გზის გადაკეტით დაემუქრა
თარიღი : 8-12-2014, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილის მაცხოვრებელთა უკმაყოფილება სოკარ ჯორჯია გაზის ქუთაისის ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მოსახლეობის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ ბუნებრივი აირი სამი დღის განმავლობაში არ ექნებოდათ.
„დღეს დილით მოვიდა საავარიო სამსახური, გაზი უნდა გადავკეტოთო. ჩვენ ამის წინააღმდეგი წავედით. გათბობა გაზზე გვაქვს, საჭმელს გაზზე ვამზადებთ. ბავშვები გვყავს. გათიშვის მიზეზი არ გვითხრეს, მაინც ვერ გაიგებთო. მოსახლეობა ცენტრალურ ქუჩას გადავკეტავთ. შუა ზამთარში გაზის გათიშვა როგორ შეიძლება,“ - ამბობს ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლორინა ჩხენკელი.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ქუთაისის საავარიო სამსახურის უფროსის მამუკა ჯანელიძის თქმით, მისმა თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და ბუნებრივი აირის გათიშვა მხოლოდ ორი-სამი საათით იყო დაგეგმილი. გათიშვის მიზეზად ჯანელიძემ მთელი ქალაქის წრედში ჩართვა დაასახელა.