ქართულ ბაზარზე სამარხვო ქაბაბი შემოდის
თარიღი : 8-12-2014, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„სამარხვო ძეხვეულის“ პროექტის წარმატების შემდეგ, კომპანია „ივერია“ მიმდინარე მარხვაში მომხმარებელს სამარხვო ქაბაბს შესთავაზებს.
კომპანიის დირექტორის გიორგი ღლონტის განცხადებით, ამჟამად ახალი პროდუქტის დეგუსტაცია და ლაბორატორიული შემოწმება მიმდინარეობს. ქაბაბი გასაყიდად სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოვა.
რაც შეეხება პროდუქციის ფასს, კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მაღაზიაში შესატანი საცალო ფასი დაახლოებით 1 ლარი იქნება.
ღლონტი აცხადებს, რომ საქართველოში ვეგეტარიანული მიმართულება ნაკლებად მუშაობს და ასეთი პროდუქციის რეალიზაციის მაქსიმალური მაჩვენებელი მარხვის პერიოდებზე მოდის.
კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ძეხვეული ბელგიური ტექნოლოგიით მზადდება, კერძოდ, კომპანიას ბელგიიდან მცენარეული შემკვრელი ჩამოაქვს, ხოლო პროდუქციის 13 %-ს არაგენმოდიფიცირებული სიო შეადგენს. პროდუქტი ასევე სოკოს, ბრინჯს, წიწიბურას, მცენარეულ მარგარინსა და ზეთს შეიცავს. შესაძლოა უახლოეს მომავალში პროდუქტს ჰერკულესიც დაემატოს.
ამ ეტაპზე კომპანია „ივერია“ სოსისს, მოხარშულ ძეხვსა და სერველადს აწარმოებს. მოხარშული ძეხვი 1კგ.5.6 ლარი, 300 გრ. კი 2.1 ლარად, სოსისი - 250 გრ, 2 ლარად და სერველადი - 350 გრ 2.3 ლარად იყიდება.
„ივერიის“ ქარხანა თბილისში მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა, რაშიც კომპანიამ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სამარხვო ძეხვეულის გარდა კომპანია ხორცის პროდუქციასაც აწარმოებს.
წყარო: commersant.ge