30 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა სამართალდამცველებმა აწამეს

ქუთაისში სამართალდამცველების მიერ ნაცემი 30 წლის ოთარ აფრიდონიძე 2 კვირაზე მეტია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ რამდენიმე სამართალდამცველმა ახალაგზრდა მამაკაცი მაშინ სცემა, როცა ის მეგობართან მიდოდა.
ახლობლების თქმით, პოლიციელები მას ქალაქში ბოლო დროს მომხდარი გაუხსნელი საქმეების საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რის გამოც მან პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.
"ჩემს შვილს პოლიციელები 7 საათის განმავლობაში აწამებდნენ და სთხოვდნენ ქალაქში მომხდარი ბოლო დროს მომხდარი დანაშაულებები აღიარე, თორემ შენც და დედაშენსაც ბარიგობას დაგაბალებთო. პროტესტის ნიშნად ჩემი შვილი ციხეში შიმშილობით კვდება, ამბობს, რომ ჩადენილი, რომ მქონდეს დანაშაული ვაღიარებ, მაგრამ ის, რაც არ გამიკეთებია, როგორ ვაღიაროო,"- აცხადებს დაკავებულის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოთარ აფრიდონიძე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ მისი ცემის ფაქტს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე ბრალდებულმა შსს-ს გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართოს.