გაფიცული ბიბლიოთეკარები ქუთაისის მერს შეხვდნენ
თარიღი : 6-12-2014, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის შედეგებზე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნინო ძოწენიძე წერს.
"მერს საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის გაფიცულ თანამშრომლებთან. ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრამ აღფრთოვანების საფუძველი მოგვცა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ნაყოფიერი იყო. ბატონი მერი ორშაბათიდან, კომპეტენტური კომისიის შექმნით და მისი მონაწილეობით,
სამართლიანი რეორგანიზაციის ჩატარებისთვის სამუშაო პროცესების დაწყებას დაგვპირდა. როგორც მან განაცხადა,მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ხელფასების მომატება შესაძლებელი.ფაქტობრივად ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილისა და მურღულიას განცხადებები იდენტურია. იკვეთება მხოლოდ ერთი სხვაობა. მურღულიას თქმით, ის არ აპირებს პროფესიონალთა დევნას და შეეცდება ბიბლიოთეკაში მიმდინარე ყველა პროცესი სამართლიანად წარიმართოს.
შეხვედრიდან გამოიკვეთა სამწუხარო რეალობა.მას ჰქონდა ცალმხრივი, არასწორი ინფორმაციები ბიბლიოთეკაში მიმდინარე უმძიმეს პროცესებთან დაკავშირებით. იმედია ქალაქის მერი სწორ, ლოგიკურ დასკვნებს გამოიტანს და დაპირებისამებრ საჯარო ბიბლიოთეკის გადარჩენისათვის იზრუნებს.
შეხვედრამ ერთი სასიკეთო შედეგი მაინც მოიტანა. მერიის აუდიტის სამსახურის სპეციალური კომისია ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილებაში ნაჩქარევი რეფორმების შედეგად დაზიანებული და ფაქტობრივად განადგურებული უნიკალური ჟურნალ-გაზეთების დაზიანების ფაქტების შესწავლას კვლავ გააგრძელებს.
ამ ეტაპზე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით, ხელფასების მალე გაზრდისა და უკეთესი მომავლის იმედით გაფიცვა შეწყდა," - ამბობს ნინო ძოწენიძე.