ქუთაისში 76 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოხუცის მომვლელია

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მკვლელობა მოხდა.
76 წლის მოხუცის მკვლელობაში ბრალდებული საკუთარი მომვლელია.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, გვიან ღამით, მოხუცის მომვლელმა მათ დაუძახა და უთხრა, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იპოვა.
ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ მოკლულს თავზე რამდენიმე ბალიში ჰქონდა დადებული და ვარაუდობენ, რომ მისი გაგუდვა მომვლელმა სცადა.
"არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს დას და მის მომვლელს და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ არ ვიცი. თუ აღმოჩნდა რომ მართლაც მისი მოკლულია, ნათესავები ამას არასოდეს ვაპატიებთ",-აცხადებს გარდაცვლილის და.
შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.