Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხობენ ქუთაისის მერიაში სკვერების გასხვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს?

თარიღი : 5-12-2014, 23:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
“2014 წელს ქუთაისში სკვერი არ გასხვისებულა,” – ამ სახელწოდებით აქვეყნებს ქუთაისის მერიის პრესსამსახური ქალაქში სკვერის სტატუსის მქონე ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებულ ბრძანებებს.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქში სკვერების გასხვისება 2013 წელს დასრულდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სკვერების გახსვისების შესახებ ბრძანებას ხელს ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი აწერს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქუთაისში სკვერების გასხვისების ტრადიციის გაგრძელება გააპროტესტა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ. წულაიას განცხადებით, ქალაქში არ არსებობს სკვერი და ადგილი, რომელიც გაყიდული არ არის.
სკვერების გასხვისებასთან დაკავშირებულ კრიტიკას მოგვიანებით უპასუხეს ქალაქის მერიაში. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი განმარტავს, რომ ქალაქის მერიამ სკვერების გასხვისებაზე უარი თქვა.
„გოგი წულაიას შემიძლია ვუთხრა, რომ 2014 წელს ქუთაისში სკვერები არ გასხვისებულა. ამის დადასტურება დოკუმენტებით შეიძლება. წულაიამ კარგად იცის, რომ სკვერები, რომელზეც ის ასე აჟიტირებული საუბრობს, მისი უახლოესი ნათესავის, გოჩა თევდორაძის დროს გასხვისდა,“ - ამბობს ჭეიშვილი.


ნანახია: 2563-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკვერების გასხვისება, ადგილობრივმა ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე განხორციელდა.
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.

ამინდი