ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ორშაბათს გამოიტანს
თარიღი : 13-09-2013, 18:02 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის საქმეზე საბოლო გადაწყვეტილებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლო ორშაბათს გამოიტანს. ამის შესახებ, "ტოპნიუსს" ვიცე-მერის ადვოკატმა თამუნა ჭარბაძემ განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეების პოზიციები მოისმინა.
შეგახსენებთ,რომ ძოწენიზე, ვიცე–მერის თანამდებობიდან ქალაქის მერის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისათვის გაათავისუფლეს.
ყოფილი ვიცე–მერი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.