სასჯელი პროსტიტუციისა და გარყვნილი ქმედებისათვის
თარიღი : 5-12-2014, 20:39 | კატეგორია: სამართალი

1.კითხვა: როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
2. კითხვა: როგორ ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად: პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. კითხვა: დასჯადია თუ არა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2552 მუხლის თანახმად: სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლის ან/და 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, −ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
4. კითხვა: როგორ ისჯება სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად: სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
5. კითხვა: როგორ ისჯება გარყვნილი ქმედება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად: ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge