Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2015 წელს ქუთაისს შესაძლოა ეტალონი ქალაქის სტატუსი მიანიჭონ

თარიღი : 5-12-2014, 17:31 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ქუთაისს ესტუმრა. წამყვანი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოსწავლეებს, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა. სპეციალურად გამართულ ღონისძიებას იმერეთის გუბერნტორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ესწრებოდნენ.

"ეტალონის" შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში წამყვანმა შეკრებილ საზოგადოებას გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და აქტიურ მოსწავლეებს კითხვების კრებული გადასცა საჩუქრად.

შეხვედრის ბოლოს ლიტვის ელჩს "2014 წლის საქართველოში აკრედიტებული ეტალონი დიპლომატი" - ს ტიტული მიენიჭა, ღონისძიება კი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.

დღესვე, ლიტვის ელჩმა იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან გამართა სამუშაო შეხვედრა, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობებსა და განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, განიხილება იდეა, რომლის მიხედვით, 2015 წელს ქუთაისს შესაძლოა განათლების ხელშეწყობის კუთხით ეტალონი ქალაქის სტატუსი მიანიჭონ.


ნანახია: 2184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო მესხიშვილის ქუთაისის დრამატულ თეატრში ქალაქის 40 სკოლის მოსწავლე ერთმანეთს "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად
მარიამ ფცქიალაძის საგულშემატკივროდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების

ამინდი