გასული წლის აქსესუარებით ქუთაისის საახაწლოდ მორთვა მომავალ კვირას დაიწყება

ქუთაისის მერია საახალწლოდ ქალაქის მორთვას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყებს.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, სამუშაოების დაწყება 8 დეეკმბერს იგეგმება და პროცესი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. როგორც ბასილაძე ამბობს, ქალაქის მოსართავად ძველ აქსესუარებს გამოიყენებენ. მიმდინარე წელს ქალაქის მერია არც ახალი ნაძვის ხის შეძენას გეგმავს. ცნობილია, რომ ორი ძველი ნაძვის ხიდან ერთი ცისფერყანწელთა ქუჩაზე განთავსდება, ხოლო მთავარი ნაძვის ხის განთავსების ადგილი ამ დროისათვის უცნობია.
რაც შეეხება ფოიერვერკს, ადგილობრივი ხელისუფლება მას იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ფოიერვერკს ცენტრალიზებული ხელისუფლება არ გადასცემს.
ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისისათვის 52 000 ლარს დახარჯავს.