"არ მოკლა ძაღლი, ის ადამიანის მეგობარია"- აქცია ქუთაისის მერიასთან
თარიღი : 5-12-2014, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"არ მოკლა ძაღლი, ის ადამიანის მეგობარია"- ამ სლოგანით ქუთაისის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მიზანს ფართო მასებისათვის უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების პრობლემის შეხსენება წარმოადგენს. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოსგან იმ ერთადერთი კანონის ამუშავება მოითხოვეს, რომელიც ცხოველების მიმართ ძალადობის განხორციელების შემთხვევაში დამნაშავის დასჯას ითვალისწინებს.
" ჩვენ მოვითხოვთ ამოქმედდეს 259-ე მუხლი, რაც ცხოველის მიმართ ადამიანის მიერ ძალადობის განხორციელების შემთხვევაში დასჯას ითვალისწინებს. იმედია ხელისუფლება აღნიშნულ მუხლს უახლოეს მომავალში აამოქმედებს,"- აცხადებს "თაობათა დიალოგის" წევრი ლანა თოთაძე.