ვანში მდინარე რიონისგან თავდასაცავად სადრენაჟე არხებს აწყობენ
თარიღი : 5-12-2014, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა და პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერეს.
დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ვანის რაიონში წლების განმავლობაში დაახლოებით 500 ჰექტარი ფართობის ტერიტორია იტბორებოდა, რაც მოსახლეობის დაზარალებას იწვევდა.
„არხების მოწყობა ვანის სოფლების-ციხესულორისა და შუამთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებისათვის 300 000 ლარია გამოყოფილი. სადრენაჟე არხები კაპიტალურად კეთდება. უკვე 15 კილომეტრია გაკეთებული. ეს პროექტის პირველი ნაწილია. სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და დაახლოებით 5 000-მდე ადამიანს პრობლემა მოუგვარდება,“ - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.