Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კომუნისტურ-ტოტალიტარული იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლიკების აღმოფხვრა ქუთაისში-მიმართვა მერიას

თარიღი : 3-12-2014, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას ინიციატივით მიმართავს.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში არსებული ქუჩებისა და სკვერების სახელწოდებების შეცვლაზე უნდა იზრუნოს.
„ევროპა ჩვენი სახლია“-ს ინიციატივა ქალაქში მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს, ხოლო კიკვიძის სკვერისათვის უკრაინის სკვერის სახელის დარქმევას გულისხმობს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მოსკოვის ქუჩას ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბანდუქიძის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩას 1921-1927 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ამბროსი ხელაიას სახელი ეწოდოს. ვოლგოგრადის ქუჩას ქართველი სამხედრო მოღვაწისა და პოლკოვნიკის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი ეწოდოს. გარდა ამისა, მიხა ხელაშვილის ქუჩად გადაკეთდეს ბორის ძნელაძის ქუჩა. ხელაშვილი ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იან წლებში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. ორგანიზაციის ინიციატივის მიხედვით, ცვლილებას ექვემდებარება ვასილ კიკვიძის ქუჩის სახელი. „ევროპა ჩვენი სახლია“-ს წარმომადგენლები თვლიან, რომ კიკვიძის ქუჩას ახალმოწამეების სახელი უნდა ეწოდოს. ახალმოწამეებად საფიჩხიის ტყეში ბოლშევიკური მთავრობის მიერ დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი და ოთხი სასულიერო პირი იწოდება.
„ევროპა ჩვენი სახლია“-ს ინიციატივასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ.




ნანახია: 2204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' პრორუსული პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, ქუთაისში, რუსული დასახელების
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
"ევროპა ჩვენი სახლია" ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მიმართავს.
მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე თვლის, რომ მათი მოთხოვნის შესრულება გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, საქართველოს მხრიდან
'ევროპა ჩვენი სახლია'-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ოკუპაცია

ამინდი