წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის მოსახლეობას აფრთხილებს
თარიღი : 3-12-2014, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის -ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს.
„ გაცნობებთ, საფიჩხიის მართვის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის (კერძოდ, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩებისი გადაკვეთიდან ტყიბულის ქუჩის მე-3 შესახვევამდე) მაცხოვრებლებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის,“ - ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობის წყალმომარაგებას ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ცისტერნებით უზრუნველყოფს.
„ამავდროულად, ხვალიდან ყველა ზემოთხსენებული ქუჩის ყველა აბონენტს კომპანიის წყალმომარაგების აგენტები დაურიგებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც დეტალურად არის ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,“ - აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.