ქუთაისის ვიცე-მერის მიერ მოკითხული ურჩი თანამშრომლების სია და მუქარა ბიბლიოთეკარებს
თარიღი : 2-12-2014, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზა ჩოგოვაძისაგან იმ ბიბლიოთეკარების სია მოითხოვა, რომლებმაც პირველ დეკემბერს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ბიბლიოოთეკარები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელფასების მატებას ითხოვენ.
ბიბლიოთეკის მოადგილე ნინო ძოწენიძე ამბობს, რომ ვიცე-მერისათვის სიის გადაცემის საშუალება დირექტორს არ მისცეს.
„ გავაფრთხილეთ, როგორც კი გადასცემ სიას, აქ აღარ შემოგიშვებთ-თქო. მერე ფორმა შეცვალა ვიცე-მერმა და დღეს ის ხალხი დაიბარა, ვინც „ელიტარულ“ ფენად არის მიჩნეული, როცა უნდათ მაშინ დადიან სამსახურში და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. როგორც მოვკარი ყური, ლამაზი ფერებით დაუხატა ბიბლიოთეკის მომავალი. ხელფასი არ გექნებათ, მაგრამ საამურად მაინც იცხოვრებთო,“ - ამბობს ნინო ძოწენიძე.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ ვიცე-მერი გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ჩამოჭრით დაემუქრა.
„ნოდარ მიქიაშვილი დაემუქრა ხალხს, ხელფასი ჩამოგეჭრებათო. ერთი სიტყვით, ასე უტიფარი დამოკიდებულება არასდროს, არც ერთი ხელმძღვანელიდან არ ყოფილა.ამას ღრმა ფესვებიც აქვს.მან დიდი ხანია იცის ბიბლიოთეკაში არსებული უმძიმესი პროცესების შესახებ, მაგრამ ყურსაც არ აპარტყუნებს. ერთი სიტყვით იცავს ბიბლიოთეკის პატარა კლანურ დაჯგუფებას,“ - ამბობს ნინო ძოწენიძე.
ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მუშაობა გააგრძელეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში გაფიცვა და პროტესტი ქალაქის მერიის შენობის წინ გადმოიტანონ.