იყო თუ არა მართული ბიბლიოთეკარების გამაფრთხილებელი გაფიცვა?
თარიღი : 2-12-2014, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს.
ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ხელფასების მატების მოთხოვნით ბიბლიოთეკარებმა პირველ დეკემბერს ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
„დღეს სრული დატვირთვით ყველა ვმუშაობთ. ხელფასებს და ბიუჯეტს მერია განკარგავს. საქმის კურსშია ყველა და ველოდებით რეაგირებას. ბიბლიოთეკაში დაგეგმილი ცვლილებების და თანამშრომელთა ტესტირების შესახებ ინფორმაცია გუშინ, ქალაქის ვიცე-მერისგან მედიით გავიგე,“ - ამბობს ნარგიზა ჩოგოვაძე.
ნარგიზა ჩოგოვაძე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა. Topnews.com.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ჩოგოვაძის შემცვლელის ძებნა დაწყებულია. ადგილობრივ თვითმმართველობაში არ გამორიცხავენ, რომ პროცესი შესაძლოა მართული იყოს.
ბიბლიოთეკის თანმშრომლების მოთხოვნას ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა უპასუხა, მისი თქმით, მიმდინარე წელს ბიბლიოთეკაში ხელფასები 25%-ით გაიზარდა და დაგეგმილი რეორგანიზაციის შემდეგ ხელფასების მატების საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში ისევ დადგეს.