Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა იმერეთის რეგიონში ორი წლის მანძილზე?-გუბერნატორის ანგარიში

თარიღი : 2-12-2014, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მთავრობის წევრებმა რეგიონის მოსახლეობისთვის 2 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დაიწყეს. მთავრობის ანგარიშის პირველი პრეზენტაცია იმერეთში გაიმართა, სადაც სამინისტროს პირველმა პირებმა საზოგადოებას 2 წლის ანგარიში გააცნეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებსა და მათ სამომავლო გეგმებზე. მთავრობის წევრებთან ერთად, ადგილობრივებს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა. აღნიშნული ღონისძიება პროექტ „საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
2013 – 2014 წლებში იმერეთის რეგიონში 358,418,4 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 465, 5 მლნ ლარის პროექტები მიმდინარეობის პროცესშია, საავტომობილო გზების მშენებლობის 34 პროექტის დაფინანსებაზე კი 332,6 მილიონი ლარი დაიხარჯა. იმერეთის მასშტაბით 237 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და 1 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ჯამური ღირებულებით 99 785, 00 ლარი.
2014 წელს რეგიონში 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელთა დაფინანსებაზეც ბიუჯეტიდან 2,976 000 ლარი გამოიყო.
2 წლის განმავლობაში რეგიონში 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა 99 785, 00 ლარით დაფინანსდა. 2014 წელს განახლდა იმერეთის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანების ავტოპარკიც, რეგიონს ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 12 მაღალგამავლობისა და 7 საშუალო გამავლობის ავტომობილი გადასცა.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში იმერეთის 164 458 ბენეფიციარისათვის 17 071 904 ლარი გამოიყო.
2013 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დამუშავდა 58 303 ჰა, ხოლო 2014 წელს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა და 62 360 ჰა შეადგინა.
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ორი საწარმო დაფინანსდა.


ნანახია: 2030-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში პროექტებზე ჯამში 59 169 130 ლარი დაიხარჯა.
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას იმერეთის 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს

ამინდი