ოპერის თეატრის ახალი ხელმძღვანელობა თეატრში დიდ ცვლილებებს გეგმავს
თარიღი : 13-09-2013, 17:36 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინა.
ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გოგი ჭიჭინაძემ დაიკავა, ხოლო თეატრის დირექტორი ქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ხატია ვედმედევა გახდა.
გოგი ჭიჭინაძის თქმით, თეატრში ცვლილებები იქნება, რომელიც არსებულ მდგომარეობას უკეთესობისაკენ შეცვლის.
„ქუთაისის თეატრი უნდა გახდეს საუკეთესო თეატრი საქართველოში და მისი სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გავიდეს. თეატრში იქნება დიდი მუშაობა და სტრუქტურული ცვლილებები,“ - ამბობს ჭიჭინაძე.
ოპერის თეატრის ახალი დირექტორი აცხადებს, რომ დაწესებულებაში პროფესიული დონის ამაღლებასა და საბალეტო დასის დამატებას გეგმავს.
ახალი ხელმძღვანელობის განცხადებით, ოპერაში თანამშრომელთა შემცირება არ იქნება. ხელმძღვანლები ირწმუნებიან, რომ პროფესიონალი კადრების მოზიდვას აპირებენ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ხატია ვედმედევას თქმით, მისი პრეზენტაცია მომავალ კვირაში შედგება.