ქუთაისში სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ
თარიღი : 1-12-2014, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ბიბლიოთეკარები გაფიცნენ.
"ბიბლიოთეკაში მუშაობა მკითხველისათვის მხოლოდ წიგნის მიწოდება არ არის. ამ ადამიანებს ფიზიკური და გონებრივი შრომა უწევთ. იმედი გვაქვს, საკითხით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდება," - ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე.
გაფიცული ბიბლიოთეკარები მუშაობის განახლებას ხელფასების გაზრდამდე არ აპირებენ.