Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსს პროკურატურით აშინებენ

თარიღი : 13-09-2013, 16:54 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
„ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის წყალტუბოს საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა საღარეიშვილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
საღარეიშვილმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ დღეს, „ნაციონალების“ ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართეს. საღარეიშვილის თქმით, წყალტუბოს საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნოდარ კაპანაძემ მის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
როგორც ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარის სარჩელის საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, მან თბილისში, „ნაციონალების“ ყრილობაზე წასვლის მსურველები ერთი დღით სამსახურიდან გაათავისუფლა.
„საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ კაპანაძემ 3 სექტემბერს შეიტანა სარჩელი პროკურატურაში. მედავება, რომ მიტინგზე წასვლისათვის ამ ადამიანებს ხელფასები რატომ არ დაექვითათ. ჩემთვის უცნობია, აღიძრა თუ არა საქმე პროკურატურაში,“ - ამბობს საღარეიშვილი.
მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის ამგვარ საქცილეს ორი მოტივი აქვს. პირველი საღარეიშვილის თქმით, მისი დაშინებაა, ხოლო მეორე მიზეზი წყალტუბოს საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის, ლევან ლექვინაძის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელია, რომლითაც ის სამსახურში აღდგენას ითხოვს.


ნანახია: 2476-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლექვინაძე მიმდინარე წლის 28 ივნისს, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონები
როგორც “ტოპნიუსს” წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ ლევან ჩაქსელიანმა განუცხადა, საკრებულოს
ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარაგაულის რაიონის ფარცხნალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახლში სამართალდამცავებმა შესაბამისი
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსი