ქუთაისში მცხოვრები დევნილები თვითმკვლელობით იმუქრებიან

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #58-ში, ახალ საცხოვრებელ კორპუსებში შესახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, დევნილთა სამინისტრო დაპირდათ, რომ ბუნებრივ აირს შენობაში შემოდგომის დასასრულს შეიყვანდნენ, თუმცა დევნილები აღნიშნავენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა.
"შენობა დატბორილ ნიადაგზე დგას, რის გამოც მოხუცები და ბავშვები თითქმის ყოველდღე ავადმყოფობენ. სიცივისგან ვიხოცებით. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. თუ გაზს არ შემოიყვანენ ჩვენს კორპუსში, სიცოხლეს თვითმკვლელობით ვადასრულებთ. რა მნიშვნელობა აქვს სიცივე მოგვკლავს თუ თავს ჩვენ თვითონ მოვიკლავთ," - აცხადებენ დევნილები.
დევნილების პროტესტს დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსი გიორგი სანთელაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტრო „სოკარგაზთან“ ხელშეკრულება უკვე დადებული აქვს და უახლოეს კვირებში კორპუსში ბუნებრივ აირს შეიყვანენ.