Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეგიონული განვითარების სამინისტრო: ქვედა საქარა-საზანოს გზაზე სარემონტო სამუშაოები მალე განახლდება

თარიღი : 13-09-2013, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ზესტაფონის ხუთი სოფლის მოსახლეობა ხელისუფლების ყურადღების მიქცევას გზის გადაკეტვით შეეცდება," რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეხმაურება.

სამინისტროს ცნობით, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის 13,4-კილომეტრიან მონაკვეთზე, 2012 წლის ივნისიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. „ნიუ ენერჯი“ ასრულებდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიამ 617,6 ათასი ლარის სამუშაოები შეასრულა.
"აღნიშნულ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც „ნიუ ენერჯიმ“ ყველა პროექტი, რომელსაც ის ახორციელებდა, მათ შორის, ქვედა საქარა-საზანოს გზის მშენებლობაც, შეაჩერა. აღნიშნული პრობლემის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება. ამჟამად, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრძელებს ახალი კონტრაქტორი - შ.პ.ს. „კომპანია ბლექ სი გრუპი“, რომელმაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 2013-2014 წლების განმავლობაში განახორციელებს,"– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


ნანახია: 2796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ზესტაფონში ქვედა საქარა - ქვედა საზანოს 14 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი
6 500 000 ლარის ღირებულების პროექტი 13 კილომეტრიანი მონაკვეთისა და 24 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ქვედა–საზანოს საავტომობილო გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის
გზის გადაკეტვას ზესტაფონის სოფლების-საქარას, საზანოს, ზორვეთის, სასახლისა და ტყლაპის მაცხოვრებლები გეგმავენ.

ამინდი