ყოფილი ძალოვანი წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრს უხელმძღვანელებს
თარიღი : 29-11-2014, 20:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთსა და ქუთაისში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ფილიალის მენეჯერები შეცვალეს.
კახა დალაქიშვილის ნაცვლად, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის ფილიალს ხელმძღვანელობდა, ნიკა ნოზაძე დაინიშნა. ხოლო კომპანიის ქუთისის სერვის-ცენტრის მმართველის თანამდებობაზე ზვიად ყიფშიძე მერაბ ბობოხიძემ ჩაანაცვლა. თავად ყიფშიძე კი რეგიონული ფილიალის მენეჯერის უფროსის მოადგილედ გადავიდა.
ქუთაისის სერვის ცენტრის მენეჯერი მერაბ ბობოხიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ყოფილი უფროსია. აღნიშნული თანამდებობიდან ბობოხიძე დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ იმერეთისა და ქუთაისის სერვის-ცენტრებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.