ზესტაფონში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ
თარიღი : 29-11-2014, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გაფიცვას უერთდებიან ზესტაფონის რკინიგზის სადგურის თანამშრომლები.
ზესტაფონში ამ დროისათვის მხოლოდ სამგზავრო მატარებლები მოძრაობს, სატვირთო მატარებლებს გაფიცულები არ ატარებენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას საახალწლოდ პრემიის გაცემა, ხოლო პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნა წარმოადგენს. რკინიგზის თანამშრომლები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.