ქუთაისელმა კალათბურთელებმა შსს-ს გუნდი დაამარცხეს
თარიღი : 28-11-2014, 21:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისელმა კალათბურთელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დაამარცხეს. ქუთაისის სპორტის სასახლეში "ქუთაისი 2010"-მა საქართველოს 2015 წლის თასის საწყისი ეტაპის პირველი მატჩის ფარგლებში "შსს აკადემიას" 10- ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით: 74:64 მოუგო. საპასუხო შეხვედრა თბილისში 6 დეკემბერს გაიმართება.